ძაღლებისა და კატების პატრონებს შინაური ცხოველების დარეგისტრირებას უფასოდ სთავაზობენ. შეთავაზება მთელი ივნისის განმავლობაში იმოქმედებს. ძაღლების და კატების დაჩიპვის და ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვის ვალდებულებას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტში თვეების განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. პროექტის მიღება შემოდგომაზე იგეგმება. კანონის ამოქმედების შემდეგ, შინაური ცხოველების შესაბამის ბაზაში დარეგისტრირება ფასიანი მომსახურება იქნება. რეგისტრირების და შესაბამისი ელექტრონული ბაზის შექმნის მიზანი, ძაღლების და კატების უკონტროლოდ გამრავლების მასშტაბის შემცირებაა.