„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით რეგიონული პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა, ჯანმრთელობის დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. დოკუმენტი შინაური ბინადარი ცხოველებისთვის მიკვლევადობისა და ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების დაცვით ახალი რეგულაციების შემოტანას ითვალისწინებს. გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით ძაღლებისა და კატების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. გაიზრდება იმ ადგილების ჩამონათვალიც, სადაც შინაური ცხოველების შეყვანა აიკრძალება. კანონპროექტის განხილვაში ოპოზიციის ნაწილი აქტიურ ჩართვას გეგმავს.