საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ტერიტორიული ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. ასეთია შსს მინისტრის გადაწყვეტილება. მიზანი არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობაა. აღნიშნულ ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი.