შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე

შიდსის მსოფლიო დღეს საქართველო გაუმჯობესებული სტატისტიკით და მკურნალობის პროცესში მიღწეული პროგრესით ხვდება.

მთავარ მიღწევას გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი და აივ-ინფექციის მართვად ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა სახელდება. ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში წლის განმავლობაში საშუალოდ 600-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. მთავარ გამოწვევად საზოგადოების დამოკიდებულება და სტიგმა სახელდება, რასაც ინფიცირებულები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, თუმცა დასაქმების და მკურნალობის მხრივ პროგრესიც შეინიშნება. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მთავარ გეგმად და მიზნად 2025 წლისთვის შიდსის ეპიდემიის დასრულებას აცხადებს.