შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

დღეს, 21 მაისს შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. წლევანდელი დევიზია „გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ!“. მედიკოსებმა გარდაცვლილი პაციენტების ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს და ჰაერში ბუშტები გაუშვეს. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.