შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. „ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად ” – ეს წლევანდელი დევიზია. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნასთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აქცია გაიმართა. ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს. საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება. ამ დროისთვის, ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული. უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 1 989 გარდაიცვალა.