„ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია“- ამ დევიზით წელს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სიმბოლურად კლინიკის ეზოში წითელი ბუშტები გაუშვეს დ საზოგადოებას სოლიდარობისკენ, ინფიცირებულებს კი მკურნალობისკენ მოუწოდეს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექციით 8316 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 1600-ზე მეტი გარდაცვლილი.