შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა
შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა, 17 დაჯარიმდა. 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი.
ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.