ღვინის დღეები გორში

ქვეყნის მასშტაბით ღვინის დღეების აღნიშვნა გრძელდება.

გორში მთელი დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება იმართება. წარმოდგენილია შიდა ქართლის ღვინის მარნები და სამზარეულო, ასევე უძველესი სასმისები. იმართება მასტერკლასები. დღის ბოლოს კი კონცერტი გაიმართება. მონაწილეობას ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ.