პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება. დღეიდან საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა, „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსის და რუსეთის, მოქალაქეებს შეეძლებათ.
გარდა ამისა, დილიდან მუშაობა განაახლეს საჯარო და კერძო ბაღებმა. რეგულაციების შემსუბუქება ეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსაც.
შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის შესახებ თათია ტაბეშაძე დეტალებით.