კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი, ქვეყნის მასშტაბით, გამკაცრებულია. 28 ნოემბრის შემდეგ, უკვე 10 000-მდე ობიექტი შემოწმდა, მათგან 4 000-ზე მეტს, საქმიანობის პროცესი შეუჩერდა.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნაწილი არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ნაწილს კი მუშაობის უფლება საერთოდ არ ჰქონდა.