სწავლის პროცესის განახლება

ხვალიდან საჯარო სკოლებში სწავლა იწყება. ქვეყნის 10 ქალაქის გარდა, სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში განახლდება. შენობები, სადაც მოსწავლეებს ელოდებიან, მოზარდების მისაღებად მზად არის. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებმა მიიღეს პირბადეები, უკონტაქტო თერმომეტრები, და სადეზინფექციო ხსნარები. რაც შეეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, თელავს, ზუგდიდს, ზესტაფონს, გორს, ფოთს, მარნეულსა და გარდაბანს, მეორე სემესტრი ამ ათ დიდ ქალაქში დისტანციურად გაგრძელდება. დაუბრუნდებიან თუ არა დიდ ქალაქებში მცხოვრები მოზარდები საკლასო ოთახებს მეორე სემესტრის დასრულებამდე, –  ეპიდემიოლოგიურ მდოგარეობაზეა დამოკიდებული. ხვალიდან ასევე აღდგება ონლაინგაკვეთილებიტელესკოლის“ ფორმატში. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი, დისტანციური სწავლების პროცესში ისევ ერთ-ერთი დამხმარე კომპონენტი იქნება.

დატოვე კომენტარი