შეზღუდვების აღსრულების კონტროლი

კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი, ქვეყნის მასშტაბით, გამკაცრებულია.  28 ნოემბრის შემდეგ, უკვე 10 000-მდე ობიექტი შემოწმდა, მათგან 4 000-ზე მეტს, საქმიანობის პროცესი შეუჩერდა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნაწილი არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ნაწილს კი მუშაობის უფლება საერთოდ არ ჰქონდა.