რეგულაციების აღსრულების კონტროლი

საქართველოში გასულ დღე-ღამეში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 277 ფაქტი გამოვლინდა. 65 პირი დაჯარიმდა, რადგან საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილდებოდნენ. 185 მოქალაქეს კი სანქცია დაეკისრა, რადგან პირბადეს არ იყენებდნენ. გამოვლინდა პირბადის ტარების წესის განმეორებითი დარღვევის 27 შემთხვევაც.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან რეგულაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.