რეგულაციების აღსრულების კონტროლი

„კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 687 ფაქტი გამოვლინდა ერთ დღეში. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებისთვის სანქცია დაეკისრა 124 ადამიანს. ხოლო პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 563 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.