სკოლებსა და უნივერსიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს სკოლებში უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში.

სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა თბილისსა და რეგიონებში მდებარე 1 429 საჯარო სკოლაში. სამუშაოები ოთხ მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლის პროცესი შეწყვეტილი იქნება.

დატოვე კომენტარი