საგანგებო შტაბის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს საქართველო, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შტაბის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება უკვე დაგეგმილ ღონისძიებებს, საქართველოს აეროპორტებში და სასაზღვრო პუნქტებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანია იწყება. ჩინეთიდან შემოსული მგზავრების სკრინინგი სპეციალური კითხვარის საშუალებით განხორციელდება. დარიგდება შესაბამისი ფლაერები, რომლებიც სამ ენაზე დაიბეჭდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია, ინფექციის შემოტანის საშიშროება მაინც არსებობს, რისთვისაც ქვეყანამ შესაბამისი პრევენციული ზომები მიიღო.