შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ 

 22 მაისს საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათიც გაუქმდება და საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა მოიხსნება. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები მაინც დარჩება, რის გამოც 13 წლის წინ მიღებულ კანონში ცვლილებები შედის. შედეგად, ხელისუფლებას უფლება ექნება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ქვეყანაში გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებები გაატაროს.

ბიუროს სხდომაზე წარდგენილმა კანონპროექტმა დეპუტატებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია. იმ არგუმენტით, რომ მთავრობა ცვლილებებს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებს, საპარლამენტო ოპოზიცია პროექტისთვის ხმის მიცემას არ აპირებს. ოპონენტების აზრით, ყველა ასეთი შეზღუდვის დაწესება პარლამენტთან უნდა შეთანხმდეს.