დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ ჩელმსფორდში და ნოტინგჰემში დაფიქსირდა. „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაშიც. მედიის ინფორმაციით, საეჭვო შემთხვევა გერმანიის დასავლეთ ნაწილში, კერძო ჰესენის მხარეში აღრიცხეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა ამტკიცებს, „ომიკრონსთვის“ დამახასიათებელი ნიშნები სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულ მოგზაურს დაუდასტურდა, რომელიც ამჟამად იზოლირებულია. ასევე „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში, ჩეხეთსა და ავსტრიაში. ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის არის ისრაელი, სადაც ხელისუფლება ყველა უცხოელი ვიზიტორისთვის საზღვრების 14 დღით ჩაკეტვას აპირებს. შესაბამის გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობის კაბინეტი დღეს დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.