ეპიდვითარება და „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი

კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკულ შტამს „ომიკრონს“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთების კვალიფიკაცია მიანიჭა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, ვრცელდება თუ არა ის სწრაფად, ვიდრე „დელტა“ შტამი და იწვევს თუ არა უფრო მძიმე დაავადებებს. სპეციალისტების განცხადებით, ამ ეტაპზე კვლევის საგანია, როგორი კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება ჰქონდეს ახალ შტამს.