სოფელ ბუკნარში ვითარება სტაბილურია. გუშინდელი შეთანხმების შემდეგ, დღეს გამართული კიდევ ერთი შეხვედრა ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემის შერიგებით დასრულდა. მხარეებმა მომავალში მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობა დადეს. დილით კი სოფელ ბუკნარში მუსლიმთა სამლოცველოში პარასკევის ლოცვა ჩატარდა. ადგილობრივ ეკლესიაში კი, ქრისტიანებმა პარაკლისი გადაიხადეს, ეკლესიის მიმდებარედ სიტყვიერი დაპისირპირებაც მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. საბოლოოდ, ბესო ქათამაძე ტერიტორიას სამართალდამცველებმა განარიდეს. ოთხდღიანი დაძაბულობის შემდეგ, ადგილობრივები დღეს დაპირისპირების მიზეზად პროვოკაციას ასახელებენ და აცხადებენ, რომ წარსულში ერთმანეთთან მსგავსი პრობლემები არ ჰქონიათ.