„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. კომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მეშახტეები, გეგმის 100 პროცენტით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ. მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა, დამატებით 1300 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ რაოდენობას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე კომპანია 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. ამ მომენტისთვის კი შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის.
მოამბე