შეტაკებები კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში

ჩრდილოეთ კოსოვოში სერბ დემონსტრანტებთან შეტაკებისას ნატო-ს სამშვიდობო მისიის 25 სამხედრო და 50-ზე მეტი სერბი მომიტინგე დაშავდა. მათ შორის 11 იტალიელია, სამის მდგომარეობა სერიოზულია. სერბული მედიის ცნობით, ასევე, სერბ დემონსტრანტებს შორის ერთი – კრიტიკულ, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაშია. ნატო-ს ძალები კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადმინისტრაციულ შენობებთან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გუშინ განათავსეს. ვითარება ადგილზე დილიდან გამწვავდა, როდესაც სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მუნიციპალური შენობების წინ რამდენიმე ასეული სერბი შეიკრიბა და კოსოვოს პოლიციისა და ახალარჩეული ალბანელი მერების გაყვანა მოითხოვა. ისინი უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სერბები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. ჩრდილოეთ კოსოვოში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, სერბეთის პრეზიდენტმა არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.