შეტაკებები კოსოვოში

დაძაბულობის ახალი ფაზა. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კოსოვოა, სადაც სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული.

კოსოვოს ჩრდილოეთით დასახლებებში მცხოვრები სერბები პოლიციას დაუპირისპირდნენ და აპრილში არჩეული ალბანელი მერების წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობენ. ჯერ კიდევ 26 მაისს დაწყებული აქციების შედეგად ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ეთნიკური სერბებით დასახლებულ ქალაქებში ადმინისტრაციულ შენობებთან ნატოს ძალები განთავსდნენ. შეტაკებების შედეგად დემონსტრანტებთან ერთად დაშავებულები არიან ნატოს სამშვიდობო მისიის სამხედროებიც. ვითარების გამწვავების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ნატო და ევროკავშირი მხარეებს სასწრაფო დიალოგისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.