საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრები და ვეტერანი კალათბურთელები თორნიკე შენგელიას თანადგომას უცხადებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტნის „ბასკონიადან“ „ცესკა“-ში გადასვლას გულშემატკივრებისა და საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. შენგელიამ რუსული არმიის ცენტრალურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველი არხი თორნიკე შენგელიას დაუკავშირდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ახალ კლუბში გადასვლის დეტალებზე ისაუბრა.