იტალია-საქართველო - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს მერვე შეხვედრას იტალიის ნაკრებთან გამართავს.

ქართველი კალათბურთელები იტალიაში დანაკლისით გაემგზავრნენ. 24 აგვისტოს, ნიდერლანდებთან შეხვედრაში მხრის ტრავმა მიიღო თორნიკე შენგელიამ. ნაკრების კაპიტანს წინასწარი დათვალიერება ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს. თუ რა სახით გაგრძელდება მისი მკურნალობა, რამდენიმე დღეში გადაწყდება. შენგელიას ნაცვლად შემადგენლობაში მიხეილ ბერიშვილი იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში იტალიის და ესპანეთის ნაკრებებს 4-4 მოგება აქვთ. ჩვენი ნაკრები სამი გამარჯვებით მესამე ადგილზეა.

დღევანდელი შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თამაში 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება