საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე

ისტორიული თამაში – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ბოლო წუთამდე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა „თბილისი არენაზე“ გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა საქართველოსა და ისლანდიას შორის. მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდი შეხვედრის ბოლო წამებზე გაირკვა. საქართველომ, მარცხის მიუხედავად, ისლანდიას აჯობა და L ჯგუფში ესპანეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით ჩაატარა, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან შეხვედრა, რომელიც საქართველოს ნაკრების სენსაციური გამარჯვებით დასრულდა.