საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მზადება

12:25, 22.08.2023

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

ილიას ზუროსის გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ავსტრალიის ნაკრებთან დღეს გამართავს. 26 აგვისტოს კი მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი კაპე ვერდეს დაუპირისპირდება.

მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მსგავსი