საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
ილიას ზუროსის გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ავსტრალიის ნაკრებთან დღეს გამართავს. 26 აგვისტოს კი მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი კაპე ვერდეს დაუპირისპირდება.
მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.