შემზღუდავი რეგულაცია სათამაშო ბიზნესში

დღეიდან საქართველოში მცხოვრები მილიონამდე ადამიანი აზარტულ თამაშებში ვეღარ ჩაერთვება.

შემზღუდავი რეგულაცია უკვე ამოქმედდა. აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამაც. იმ პირებს შორის, რომლებსაც აზარტულ თამაშებზე ხელი აღარ მიუწვდებათ, არიან 25 წლამდე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველები და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. კანონდარღვევებზე მკაცრი სანქციებია დაწესებული. თავის დროზე პარლამენტში წინააღმდეგობის ფონზე დამტკიცებულ კანონს სათამაშო ბიზნესი დღემდე მწვავედ აკრიტიკებს. მოსალოდნელი სოლიდური ფინანსური ზარალის არგუმენტით სფეროს წარმომადგენლები სპორტის სპონსორობაზე უარს ამბობენ.