ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, სამართალდამცველებმა ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა წერეთლის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ორი პირი დაჭრეს, კიდევ ერთს კი სხეულზე ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს. ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.