თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მაშველებმა გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს.
დაღუპული ქალბატონის ახლობლები აცხადებენ, რომ მას ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული და სახლში ხანძარი დანაშაულის დაფარვის მიზნით არის გაჩენილი. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.