შემთხვევა სამტრედიაში

სამტრედიაში, „ელიტ-ელექტრონიქსის“ მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა, დაშავებულია მაღაზიის თანამშრომელი.

თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტის ჩავარდნის შედეგად 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა. მათივე თქმით, მამაკაცი სამსახურში დღეს პირველად მივიდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.