სარეაბილიტაციო სამუშაოები სამტრედიაში

15:19, 06.04.2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჯერად კაპიტალური გზა იგება დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში. ყაზბეგის უბანი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგენს და რამდენიმე დასახლებას აკავშირებს ერთმანეთთან.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 184 ათასს ლარს გადააჭარბა.

მსგავსი