სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექიმებს პაციენტის ოჯახი 49 წლის კახაბერ ელისაშვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში მცხოვრები კახაბერ ელისაშვილი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კლინიკაში 12 აგვისტოს შეიყვანეს. ის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. ოჯახი გამოძიების დაწყებას ითხოვს და მკურნალ ექიმს და რეანიმატოლოგს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ კლინიკაში და აცხადებენ, რომ პაციენტი დაწესებულებაში უკვე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.