ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცი თავისუფალია 

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული 60 წლის მწყემსი, რომელიც დაკავებიდან ნახევარ საათში გაათავისუფლეს, კლინიკა „გორმედში“ იმყოფება. მას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, მათ შორის „კოვიდ-19“-ზეც. მწყემსი სოფელ ახალუბანთან გუშინ დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით, მამაკაცი რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვარზე აიყვანეს.