სოფელი ხალები, სადაც გაზის, წყლისა და გზის პრობლემა აწუხებთ

საქართველოს სოფლების უმეტესობას ერთნაირი პრობლემები აქვს – გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც სოფლების დაცლას იწვევს. განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ეს პრობლემები, როდესაც საქმე მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს ეხება.

ნინო ფისაძე ​ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხალებში ჩავიდა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.