საქართველოს სოფლების უმეტესობას ერთნაირი პრობლემები აქვს – გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც სოფლების დაცლას იწვევს. განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება ეს პრობლემები, როდესაც საქმე მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებს ეხება.
ნინო ფისაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხალებში ჩავიდა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.