დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის მასწავლებელს მეშვიდე კლასის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბრებში ადანაშაულებენ.
ფაქტს ადასტურებენ სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონამ პედაგოგის მხრიდან სექსუალური შინაარსის საუბრების შესახებ სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს მოუყვა, რის შემდეგაც ფარული მიყურადება განახორციელეს და ფაქტი დადასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. „საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნავენ შსს-ში.
84 წლის პედაგოგი სკოლიდან უკვე გაათავისუფლეს.