სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და სკოლების კვების ბლოკების კონტროლს განაგრძობს.
2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში უკვე განხორციელდა 800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში ჩატარებულია 70-მდე სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ინსპექტორებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და ბიზნესოპერატორებს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.