შემეცნებითი პროგრამა მოსწავლეებისთვის

კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის, – „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა,“ – მეექვსე ლექცია-კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. საღამოზე ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა ინსტრუმენტის შექმნისა და მათი უძველესი ნიმუშების შესახებ. კონსერვატორიის სტუდენტებმა კი ჩასაბერ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე რამდენიმე ნაწყვეტი შეასრულეს.