მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გამართა. ისინი საელჩოსთან კვლავ მოითხოვდნენ პატიმრების სასჯელის 1/4 ით შემცირებას. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირის საელჩოს წერილობითაც მიმართეს. მათი განმარტებით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ეპიდ-ვითარება უნდა შეისწავლონ.