აქცია „შემახე ამნისტია“

მოძრაობა „შემახე ამნისტია“ ყველა პატიმრისთვის სასჯელის ვადის ერთი მეოთხედით შემცირებას მოითხოვს. მოძრაობის წევრებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. ხელისუფლებას ისინი ერთჯერადი ჰუმანური აქტის გამოცემისკენ მოუწოდებენ. აქციაზე მსჯავრდებულების მშობლები და უფლებადამცველები იმყოფებოდნენ. აქტივისტების ნაწილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას ფილარმონიიდან მსვლელობით შეუერთდა. შეკრებილები ანრი ოხანაშვილთან, მიხეილ სარჯველაძესთან და თეა წულუკიანთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა.