„შემახე ამნისტია“ - აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა მოძრაობამ „შემახე ამნისტია“.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან შეწყალების აქტის გამოცემას მოითხოვენ.   ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ასევე  პარლამენტის უახლოეს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცოს საყოველთაო ამნისტიის კანონი. აქციას პრეზიდენტის სასახლესთან პატიმრების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.