მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ აქცია ქუთაისში

მოძრაობა „შემახე ამნისტიას“ წევრების აქცია გაიმართა ქუთაისში, მერიის შენობის წინ. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო ამნისტიის გამოცემა სთხოვეს. გარდა ამისა, მათი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია, მათი მოძრაობა და კამპანია სახალხო გახდეს, მოგვიანებით კი პარლამენტს ამნისტიის შესახებ კანონპროექტით მიმართავენ.

მსგავსი აქცია უკვე გაიმართა ზუგდიდსა და ბათუმში. ქუთაისის შემდეგ კი აქციის ორგანიზატორები აქციის გამართვას თბილისში აანონსებენ.