„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, 23 მაისს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დღეს ლანჩხუთში გამართეს. „რიონის ხეობის მცველებმა“ შეკრებილ მოქალაქეებს თავიანთი სამოქმედო გეგმები გააცნეს. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, მათი მიზანია მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა რეგიონებში იმის შესახებ, თუ რას ემსახურება 23 მაისის აქცია. ლანჩხუთის შემდეგ დღესვე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მოსახლეობას ოზურგეთსა და ჩოხატაურში შეხვდებიან. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები 433 მეგავატი სიმძლავრის „ნამახვანჰესის“ მშენებლობას 194-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ.
მოამბე