შეხვედრა ვილნიუსში - გამოხმაურება

ისევ შეფასების საგანია ოპოზიციის ნაწილის ვიზიტი ვილნიუსში. ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ფოტომასალას ავრცელებს, სადაც მისი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსა და NDI-ის ახალ დირექტორთან შეხვედრაა ასახული.

რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა ჯერ-ჯერობით უცნობია, შეხვედრის მონაწილეები კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. სავარაუდოდ, საუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ, ვითარებასა და არასამთავრობოებს მუშაობის გეგმას შეეხო.