შეხვედრა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა. საუბარი „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიმდინარეობასა და სამომავლო სიახლეებს შეეხო, მათ შორის პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის ისეთი სექტორებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფას, როგორებიცაა მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ა.შ.