განათლებისა სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ერასმუს+“-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის ღონისძიებას მასპინძლობს.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება და შესაბამის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ბოლონიის პროცესის თვითსერტიფიცირების მექანიზმებს განიხილავენ, რომლის წარმატებით გავლის შედეგად ქვეყანა უმაღლესი განათლების სისტემის ევროპული უმაღლესი განათლების საერთო სივრცესთან თავსებადობას ადასტურებს.