კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე იმსჯელეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ტუროპერატორებთან შეხვედრაზე. შეკრებილები კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. ტუროპერატორებს დაევალათ, გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებს შორის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები, ხოლო უცხოელ ვიზიტორებს წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია, საზღვარზე არსებულ პროცედურების შესახებ.